ყირიმელი თათრების მეჯლისის ლიდერები რუსეთმა ანკარას გადასცა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ახმეტ ჩიიგოზი და ილმი უმაროვი პუტინმა შეიწყალა. ჩიიგიზს მასობრივი არეულობების ორგანიზების ბრალდებით 8-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, უმაროვი კი 2-წლიან სასჯელს იხდიდა. გათავისუფლებულები მკურნალობის კურსს თურქეთში გაივლიან, რის შემდეგაც უკრაინაში დაბრუნდებიან. ჩიიგოზისა და უმაროვის ადვოკატები აცხადებენ, რომ პუტინისთვის შეწყალება არცერთ მსჯავრდებულს უთხოვია.