აფხაზეთის ე.წ. ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, დაურ ბარგანჯიას მოსკოვის ტვერის სასამართლომ 3 თვიანი პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალად მსახიობ ვლადიმერ ევტუშისთვისთვის თანხის გამოძალვა ედება. განსასჯელი ირწმუნება, რომ მსახიობსა და მის მეუღლეს ფული ვალად გამოართვა და დაბრუნებას აპირებს. პატიმრობაში ბარგანჯია 18 დეკემბრამდე დარჩება.