ესტონეთის პრემიერ-მინისტრი იური რატასი ტალინში ავტოავარიაში მოყვა. ამის შესახებ გამოცემა Postimees იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი ტალინის ცენტრში დრამატულ თეატრთან მოხდა. აუდის მარკის ავტომანქანას, რომლითაც რატასი გადაადგილდებოდა, მერსედესის მარკის მანქანა დაეჯახა. ინციდენტის შედეგად ესტონეთის პრემიერი არ დაშავებულა. მან შემთხვევის ადგილი სხვა მანქანით დატოვა.