დღეს, 15 ივლისს, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ახალი საგადასახდო კოდექსის პროექტზე მუხლობრივად იმსჯელებს. შესწორებული ვარიანტიც დეპუტატებისთვის ცნობილი გახდება.
პარლამენტი ახალ საგადასახდო კანონმდებლობას დაჩქარებული წესით განიხილავს. პროექტი პირველი მოსმენით უკვე მიღებულია, თუმცა შესწორებული პროექტი პარლამენტში 15 ივლისს უნდა შევიდეს, 16 ივლისს კი მეორე მოსმენით უნდა მიიღონ.