ესპანეთში ე.წ. „ჩინური მაფიის“ წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ოპერაცია ჩატარდა. პოლიციამ მადრიდში, სევილიასა და ბარსელონაში ათობით ადამიანი დააკავა, რომლებიც ფულის უკანონო გათეთრებაში არიან ეჭვმიტანილნი. მათ ესპანეთში არალეგალური ტვირთი შეჰქონდათ და გადასახადებს თავს არიდებდნენ.