დღეს, 15 ივლისს, თბილისს ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ვიცე-პრემიერ მინისტრს ჟან ასელბორნი ეწვევა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს საგრეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ჟან ასელბორნი საგრეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს შეხვდება.
შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში 17:00 საათზე დაიწყება, რომლის დასრულების შემდეგ მინისტრები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ვიცე-პრემიერ მინისტრ ჟანს ასელბორგს 1999-2004 წლებში ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატის ვიცე-პრეზიდენტად, 2004 წლის 31 ივლისიდან პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. 2009 წლის არჩევნების შემდეგ კი მან ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობები დაიკავა.