სტამბოლში დღეს Amnesty International-ის 11 აქტივისტის სასამართლო პროცესი დაიწყო. უფლებადამცველებს ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირში ედებათ ბრალი. 8 მათგანი პატიმრობაში იმყოფება. თურქეთის პროკურატურა მათთვის 5-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითხოვს. Amnesty International-ის თურქეთის ოფისის დირექტორი იდილ ესერი და კიდევ 11 პირი ივლისში სტამბოლში დააპატიმრეს.