ყირგიზეთის პარლამენტის ახალგაზრდა დეპუტატი აიდა ქასიმალიევა ქვეყანაში ქალებისა და ბავშვების უფლებების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობს. დეპუტატის თქმით, ცენტრალური აზიის სახელმწიფოში ამ დრომდე ხშირია დაქორწინების მიზეზით ქალების მოტაცების, არასრულწლოვნებზე ქორწინებისა და ოჯახური ძალადობის ფაქტები. ქასიმალიევას თქმით, აუცილებელია კანონების გადახედვა და ქალთა უფლებების უზრუნველყოფა. დაქორწინების მიზნით გოგონების მოტაცების აკრძალვაზე კანონი ყირგიზეთში ოფიციალურად 2013 წელს მიიღეს, თუმცა ძალადობა ამ დრომდე არ შეწყვეტილა. გაეროს პოპულაციის ფონდის მონაცემებით, ყირგიზეთში ყოველი მეხუთე ქალიდან ერთის იძულებით ქორწინება სწორედ მოტაცებით ხდება.