კატალონიაში კანონის აღდგენა და არჩევნების ჩატარება მადრიდისთვის მთავარი პრიორიტეტია. ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ განაცხადა. „პირველ რიგში საჭიროა კანონიერება აღვადგინოთ. ამიტომაც ავამოქმედეთ კონსტიტუციის 155-ე მუხლი. ახლა ჩვენი ამოცანაა, ჩავატაროთ არჩევნები ექვსი თვის განმავლობაში“, - აღნიშნა რახოიმ.