15-18 ივლისს ბათუმში, კომპანია "ისტერნპრომოუშენისა" და აჭარის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით Black Sea Jazz Festival -2010 ჩატარდება. ჯაზფესტივალში მონაწილეობენ: The Brand New Heavies, Mike Starn Band, RH Factor, Roy Hargrove Quintet, Hugh Masekela & Band და ჯაზის სხვა ქართველი შემსრულებლები.
კონცერტები ჩატარდება ბათუმის ჩოგბურთის მოედანზე, სასტუმრო შერატონის ღამის კლუბსა და საცურაო აუზის მიმდებარე ტერიტორიაზე. ბილეთის ფასი 50 ლარიდან იწყება. ჯაზფესტივალის გენერალური სპონსორი "საქართველოს ბანკია".