ხვალ, 15 ივლისს, საქართველოს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ბარონესა ქეთრინ ეშტონი ეწვევა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ვიზიტის ფარგლებში ეშტონი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის ბათუმში, 15 ივლისს, 14:15 საათზე შეხვდება.
ეშტონი და პრეზიდენტი სააკაშვილი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს, რის შემდეგაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი შეხვედრას თბილისში, საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან გამართავს.
შეხვედრა საგრეო საქმეთა სამინისტროში 20:00 საათზე გაიმართება.
ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში 53 წლის ბარონესა კეთრინ ეშტონი პროფესიით ეკონომისტია. იგი ლონდონის უნივერსიტეტში სწავლობდა.
1999 წელს ბრიტანეთის პარლამენტის ლორდთა პალატამ მას ბარონესას ტიტული მიანიჭა. დაახლებით ათი წელის ის დიდი ბრიტანეთის განათების და იუსტიციის სამინიტროებში.
კეთრინ ეშტონი 2006 წელს დიდი ბრიტანეთში "წლის პოლიტიკოსად" დასახელეს, ხოლო 2007 წელს ხელისუფლებაში პრემიერ-მინიტრის გორდონ ბრაუნის მოსვლის დროს ლეიბორისტული პარტიის ლიდერად დაინიშნა. 2009 წლიდან მან ევროკომისარის თანამდებობა დაიკავა. ჰყავს მეუღლე, პიტერ კელნერომი, რომელიც პროფესიით ჟურნალისტი და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის კომპანიის "YouGov" პრეზიდენტია.