16 ივლისს 11:00 საათზე, ახალციხის რაიონის სოფელ ჭაჭარაქში აშშ-ის მთავრობის დაფინანსებით მექანიზაციის სერვისცენტრის გაიხსნება. ეს პირველი მექანიზაციის ცენტრია, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) "მექანიზაციის პროექტის" ფარგლებში დაფინანსდა. მექანიზაციის ახალი სერვისცენტრის გახსნას, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის დახმარების კოორდინატორი დანიელ როზენბლუმი დაესწრება
მექანიზაციის სერვისცენტრის მფლობელი შპს "ლაბა+"-ია. კომპანიამ USAID -ისაგან 199 ათასი დოლარის ოდენობით გრანტი მიიღო და ამავე ოდენობის თანადაფინანსებით ახალი სერვისცენტრის აშენება და აღჭურვა შესძლო. ახალი სერვისცენტრი ადგილობრივ მცირე ფერმერებს შესთავაზებს ფასიან სამანქანო მომსახურებას (ხვნას, კულტივაციას, თესვას, სასუქისა და პესტიციდების შეტანას და მოსავლის აღებას). ახალციხის მექანიზაციის სერვისცენტრი აღჭურვილია 1 თანამედროვე კომბაინით, 3 ახალი ტრაქტორითა და 12 სხვადასხვა სახის მისაბმელითა და სასოფლო სამეურნეო დანადგარით. სერვისცენტრი დაახლოებით 800 მცირე ფერმერს მოემსახურება.
"მექანიზაციის პროექტი"-ს ბიუჯეტი 5.1 მლნ. ამერიკული დოლარია. ეს აშშ-ის მთავრობის იმ 1-მილიარდიანი დახმარების ნაწილია, რომელიც საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გამოეყო. "მექანიზაციის პროექტი"-ს პროგრამის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით, შეიქმნება 30-მდე სამანქანო ცენტრი რაც გაზრდის მცირე ფერმერებისათვის სამანქანო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობას. საერთო ჯამში ამ სერვისცენტრებში 250-მდე ადამიანი დასაქმდება, დახმარებას მიიღებს 14 ათასი მცირე ფერმერი, ხოლო მცირე ფერმერული მეურნეობები დამატებით 10 მლნ. აშშ დოლარის შემოსავალს მიიღებენ