ე. წ. სამხრეთ ოსეთის გადასახადებისა და მოსაკრებლების კომიტეტსა და რუსეთის ფედერალურ საგადასახადო სამსახურს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების მემორანდუმი გაფორმდება. ინფორმაციას ამის შესახებ ე. წ. სამხრეთ ოსეთის გადასახადებისა და მოსაკრებლების კომიტეტის ე. წ. თავმჯდომარე კონსტანტინე კოლიევი ავრცელებს. მისი თქმით, ამის გარდა, მიმდინარეობს მუშაობა რიგი სხვა შეთანხმებების გაფორმებაზე.
"ეს სამხრეთ ოსეთის გადასახადებისა და მოსაკრებლების კომიტეტისა და რუსეთის ფედერალურ საგადასახადო სამსახურს შორის გამართული შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომელიც 5-6 ივლისს გაიმართა", _ განაცხადა კოლიევმა.