ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლები მაიკლ იენსენი და კასტრიოტ ისლამი თვითმმართველობის მხრივ საქართველოში გატარებული რეფორმებით კმაყოფილნი არიან და სამომავლო გეგმებს პერსპექტიულად მიიჩნევენ. ამასთან დაკავშირებით შეფასებები პარლამენტში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლების მაიკლ იენსენის და კასტრიოტ ისლამის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარესთან ვახტანგ ბალავაძესთან გამართული შეხვედრისას გაკეთდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ბალავაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარი შეეხო რეფორმებს, რომელიც საქართველომ თვითმმართველობსი გაძლიერების და დეცენტრალიზაციის კუთხით გაატარა და ასევე ისაუბრეს სამომავლო გეგმებზედაც.
მისი თქმით, ევროსაბჭოს რეკომენდაციების უმრავლესობა ქართულ კანონმდებლობის დახვეწისას, მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული.
"ის ცვლილებები, რაც ჩვენს ორგანულ ორგანულ კანონში შევიდა, იმას ნიშნავს რომ ქართული კანონდმებლობა ევროპულ ქარტიასთან შესაბამისობაში მოდის," - განაცხადა ბალავაძემ.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებმა კი განაცხადეს, რომ თვითმმართველობის მხრივ საქართველოში გატარებულირ რეფორმებით და სამომავლო გეგმებით, კმაყოფილები არიან და იმედოვნებენ, რომ დაგეგმილი რეფორმებიც წარმატებით გაგრძელდება.