რაგბის ეროვნული ნაკრების მწვრთნელის, ტიმ ლეინის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, კომენტარი სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა - ლადო ვარძელაშვილმა გააკეთა:
"მთავარი მწვრთნელის ცვლილების საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ფედერაციის პოზიცია აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული. სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, მე წინასწარ შევხვდი რაგბის კავშირის წარმომადგენლებს და მათ არგუმენტაციას გავეცანი. არგუმენტები საკმაოდ დამაჯერებელია, თუმცა მთავარი ის არის, რომ მწვრთნელის ცვლილებამ სპორტის ამ სახეობაში შედეგებზე არ უნდა იმოქმედოს", - განაცხადა ვარძელაშვილმა.
მისივე თქმით, რაგბის კავშირი რეკომენდაციას რიჩი დიქსონს უწევს, რომელიც ვარძელაშვილის მტკიცებით, საკმაოდ კარგი სპეციალისტია.
"რაგბის კავშირმა პირობა მომცა რომ ეს ასეც მოხდება, თანაც მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე ისინი რეკომენდაციას უწევენ რიჩი დიქსონს, რომელიც აშკარად კარგი სპეციალისტი და პროფესიონალია", - განაცხადა სააკაშვილმა.