ზემო სვანეთში სამთო-სათხილამურო კურორტი ამ წლის ზამთრის სეზონზე გაიხსნება. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს მესტიის გამგებელმა გოჩა ჭელიძემ განუცხადა.
"როგორც იცით ზემო სვანეთში პრეზიდენტის პროგრამა ხორცილდება, რომლიც ტურიზმის განვითარების მიზნით ნებისმიერი სახის ინფრასტრუქტურის მშენებლობას შეეხება. პროექტის მიზანია რეგიონში ტურიზმის განვითარებით მოსახლეობას პირობები გაუმჯობესოთ. ვფიქრობ, რომ ამ ზამთარს უკვე შევძლებთ ყველა დაგპატიჟოთ ზემო სვანეთში სამთო-სათხილამურო კურორტზე, რომელიც მსოფლიოსი ყველაზე საუკეთესო იქნება", - აღნიშნა ჭელიძემ.
მისივე თქმით, პრეზიდენტის ყველა დავალება შესრულდება, რომელიც მათ დღევანდელ შეხვედრაზე მიიღეს.
რაც შეეხება ქურდული სამყაროს წარმომადგენლების მიერ ინვესტორების და ბიზნესმენების შევიწროებას, რომლებიც სააკაშვილმა დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღნიშნა, ჭელიძის განცხადებით, აღნიშნული საკითხით სამართლადამცვები აუცილებლად დაინტერესდებიან.