15 ივლისს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, კომპანია "თელასის" ქვესადგურ "ცენტროლიტში" პროფილაქტიკური სარემონტო სამუშაოს ჩატარების გამო, ცენტროლიტის დასახლების მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება.
ელექტრომომარაგება შეეზღუდება ანდრონიკაშვილის, ბარისახოს, ჩიქვანაიას, უწერის, ჭრებალოს, სარაჯიშვილის და მიმდებრე ქუჩების მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოს დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.