"არ ვაპირებ საქართველოს მთავრობაში, საკმაოდ მაღალანაზრაურებად თანამდებობებზე, ლაყაფისტები შევინახო", - ეს განაცხადება საქართველოს პრეზიდენტმა ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელ ზაალ აბაზაძესთან დაკავშირებით გააკეთა. მან აღნიშნა, რომ სამინისტროებში მონიტორინგს დაიწყებს. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განაცხადა.
"არ ვაპირებ, მსგავსი ადამიანები რომელიმე სამინისტროში გავაჩერო. თუ არ შეგიძლია მუშაობა, უნდა გაიარო და სხვა გაატარო. ვაპირებ, ყველგან მივიდე, ყველა ვნახო და ყველას თვალებში ჩავხედო. არ ვაპირებ, საქართველოს მთავრობაში ლაყაფისტები შევინახო," - განაცხადა სააკაშვილმა.
ცნობისათვის, ზაალ აბაზაძე მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობის არცოდნის გამო ღიად გააკრიტიკა. ამის შემდეგ იგი დაკავებული თანამდებობიდან მოხსნეს.