ყოფილი ბრიტანელი მოდელი ნატაშა პრინსი ამერიკელ ილუზიონისტს, დევიდ ბლეინს გაუპატიურებაში ადანაშაულებს. ექს-მოდელის მტკიცებით, ბლეინმა მასზე ძალა 2004 წელს იხმარა. პრინსის მტკიცებით, ინციდენტი ლონდონში ჩელსის რაიონში მოხდა. ბლეინის ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.