ცნობილი რუსი ტელეწამყვანი ქსენია სობჩაკი აღიარებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების მცირე შანსი აქვს. ვრცელი ინტერვიუ მან გამოცემა „გარდიანს“ მისცა.
„მე არ მაქვს არც პარტიების და არც კრემლის მხარდაჭერა. ასევე არ მაქვს კონკრეტული წინასაარჩევნო პროგრამა. უბრალოდ, იმ ხალხს წარმოვადგენ, რომელიც რუსეთის სახელმწიფო წყობითა და პოლიტიკით არის უკმაყოფილო,“-აღნიშნა სობჩაკმა.