ესპანეთის ოპოზიციური სოციალისტური პარტია და ქვეყნის მთავრობა შეთანხმდნენ 2018 წლის იანვარში კატალონიაში ვადამდელი არჩევნების გამართვის შესახებ. ამის შესახებ ესპანური გაზეთი El pais- წერს.
სოციალისტური პარტიის წევრის კარმენ კალვოს თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება რეგიონის დროებით პირდაპირი მართვის მიზნით მიიღეს.
21 ოქტომბერს ესპანეთის მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომა გაიმართება, რომელზეც განიხილება კატალონიის ავტონომიის სტატუსის შეჩერების საკითხი.