ბრექსიტის მიუხედავად, ბრიტანეთი ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის კვლავინდებურად იზრუნებს. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ბრიტანეთი, იყო არის და დარჩება ევროპის უსაფრთხოების დამცველად,“-აღნიშნა ტერეზა მეიმ.