დღეს, 14 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 მლნ. ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 4 კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 28 500 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 13.250%-ით, მაქსიმალური 14.500%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 14.285%-ით განისაზღვრა.
კუპონურმა განაკვეთმა 14.2% შეადგინა. კუპონის გადახდა ოთხჯერ, ყოველ ექვს თვეში მოხდება.