საქართველოს ფინანსთა მინისტრის კახა ბაინდურაშვილის განცხადებით, ხელისუფლება სიგარეტის ქართველ ექსპორტიორებს გზას ,,აგრესიულად~ გაუხსნის შავი ზღვის აუზის ქვეყნებში. მისი თქმით, ეს წარმოების გადასარჩენად მნიშვნელოვანი გზა იქნება.
ბაინდურაშვილის თქმით, ადგილობრივი და იმპორტული წარმოების თამბაქოზე აქციზის გადასახადის გათანაბრება საქართველოს მხრიდან იძულებითი ნაბიჯი იყო.
"მთავრობას კარგად ესმის იმ საფრთხეების შესახებ, რასაც აღნიშნული გადაწყვეტილება გამოიწვევს, მაგრამ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მოთხოვნის შეუსრულებლობა პრობლემებს შეუქმნის საქართველოს, როგორც ევროკავშირთან ასევე აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებში", _ განაცხადა ბაინდურაშვილმა.