ჯორჯ ბუში უმცროსი პრესტიჟული ჯილდოს ლაურეატი გახდა. ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი სილვან ტაიერის პრემიით დააჯილდოვეს. დაჯილდოვების საზეიმო ცერემონია ნიუ იორკში კადეტთა კორპუსმა გამართა. სამხედრო აკადემიის დამაარსებლის, სილვან ტეიერის პრემია 1958 წლიდან ყოველწიურად გაიცემა. გასულ წელს პრესტიჟული პრემიით რობერტ მიულერი დააჯილდოვეს, რომელიც ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეს იძიებს.