ურუგვაის სამედიცინო მიზნებისთვის ხელისუფლებამ მარიხუანას გამოყენება ოფიციალურად დააკანონა. ახალი რეგულაციით, სამედიცინო პრეპარატები, რომელიც კანაფისგან იქნება დამზადებული, აფთიაქებში გაიყიდება, თუმცა პრეპარატების შესაძენად ექიმის ნებართვა იქნება საჭირო. მარიხუანას შემცველობით დამზადებული წამლების ყიდვა აფთიაქებში უცხოელებსაც შეეძლებათ.