ვაშინგტონმა უნდა დაამტკიცოს, რომ ანკარასთან პარტნიორობა სურს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯერფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. „როდესაც შეერთებული შტატები რომელიმე დამნაშავის გადაცემას მოგვთხოვს, ჩვენ მათ ფეთულა გიულენის ექსტრადიციას შევახსენებთ, რაზეც ვაშინგტონი დღემდე უარს ამბობს. მათ უნდა დაამტკიცონ, რომ ჩვენთან პარტნიორობა სურთ,“-აღნიშნა ერდოღანმა.