თურქეთის პროკურატურამ კიდევ 110 ადამიანის დაკავების ორდერი გასცა. მათ ბრალად 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობა და ფეთულა გიულენის ორგანიზაცია „ფეტოსთან“ კავშირი ედებათ. ეჭვმიტანილთა დაკავებების ოპერაცია თურქეთის 24 პროვინციაში ტარდება. 2016 წლის ივლისში თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების წარუმატებელ მცდელობას მასობრივი დაკავებები მოჰყვა. პოლიციამ 50 ათასზე მეტი ადამიანი , 150 ათასზე მეტი კი სამსახურიდან დაითხოვეს.