აჭარაში ტურიზმის სააგენტოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის და, ნინა ქობალია აღარ უხელმძღვანელებს. ახლადშექმნილი სტრუქტურის უფროსად დღეს დილით ირაკლი ბარამიძე დაინიშნა, რომელიც აქამდე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში მუშაობდა.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენისათვის" გახდა ცნობილი, ნინა ქობალიას კანდიდატურა აჭარის მთავრობის მეთაურმა მას შემდეგ შეცვალა, რაც პრესაში ნინა ქობალიას დანიშვნის შესახებ გაჩნდა ინფორმაცია.
როგორც გუშინ აჭარის მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი, სამსახური რეგიონში არსებულ ტურისტულ პოტენციალზე ინფორმაციას შეაგროვებს. სააგენტოს საშუალებით მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან აჭარაში მოქმედი ტურისტული ობიექტების მომსახურება ონლაინრეჟიმში იქნება შესაძლებელი.