ამერიკელები შიშობენ, რომ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში ქვეყანა შესაძლოა ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთოს. სოციოლოგიური გამოკითხვა NBC News / SurveyMonkey-მ ჩაატარა.
კითხვაზე, შესაძლოა თუ არა მომდევნო 4 წლის განმავლობაში აშშ ახალ ომში ჩაერთოს, დადებითი პასუხი გამოკითხულთა 72 პროცენტმა გასცა. ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში ახალი სამხედრო კამპანია გამორიცხა რესპოდებტთა 26 პროცენტმა.