ტელეწამყვან ქსენია სობჩაკის გადაწყვეტილებასთან, საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა დააყენოს, კრემლს არანაირი კავშირი არ აქვს. ამის შესახებ პუტინის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„უფრო მეტიც, გირჩევდით, ვლადიმერ პუტინის შესაძლო კონკურენტებზე საუბრისგან ჯერჯერობით თავი შეიკავოთ, რადგანაც პრეზიდენტს მომავალ არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ახლა ის თავის სამუშაოზეა კონცენტრირებული,“-აღნიშნა პესკოვმა.
დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ სობჩაკი 2018 წლის არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას დააყენებს. პოლიტიკურ წრეებში არ გამორიცხავენ, რომ ტელეწამყვანი კრემლის სატელიტი კანდიდატია და მის საარჩევნო კამპანიაზე ხელისუფლება იმუშავებს.