ექსპორტიორ კომპანიებს არაბულ ქვეყნებში ქართული ცხვარი თითო 70 დოლარად გაჰყვთ, ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რეგიონების გუბერნატორებთან და გამგებლებთან შეხვედრისას განაცხადა.
პრეზიდენტის განცხადებით, წლის ბოლომდე საქართველოდან 350 ათასი ცხვრის გაყვანა იგეგმება, მაშინ როდესაც მოთხოვნა 1,5 მლნ. ცხვარზე არსებობს.
სააკაშვილის განცხადებით, დარგის განვითარებას დიდი ყურადღება უნდა მიეცეს, რადგანაც ქვეყანაში წელიწადში 2 მლნ ცხვრის გაზრდის საშუალება არსებობს.
"არაბულ ქვეყნებში ცხვარი 70 დოლარად გაყავთ, და იმ ოხაჯებს, რომლებიც წელიწადში დაახლოებით 1000 ცხვარს ზრდიან შემოსავალი 70 ათასი დოლარი აქვთ. ცხვრის გაზრდა გარკვეული თანხა ღირს თუმცა მოგება თითო ცხვარზე 50 დოლარი რჩება", _ განაცხადა პრეზიდენტმა.