"ნეოტექი" სატელეკომუნიკაციო კომპანია "სილქნეტის" სატელეფონო სადგურებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი უსაფრთხოების სისტემებით აღჭურვას ახორციელებს. პროექტი საქართველოს ტერიტორიაზე „სილქნეტის" კუთვნილ 110 სატელეფონო სადგურში დაცვით-საგანგაშო, სახანძრო და ვიდეოსათვალთვალო სისტემების დანერგვას გულისხმობს. ამასთან, როგორც „ნეოტექში" აცხადებენ, იგი ითვალისწინებს ერთიანი მონიტორინგის ცენტრის შექმნასაც, რომელიც სატელეკომუნიკაციო კომპანიას საშუალებას მისცემს უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით ეფექტურად და სრულად აკონტროლოს სატელეფონო სადგურების უსაფრთხოება. პროექტის განხორციელება ისეთი მსოფლიო ბრენდების გადაწყვეტილებებს ეფუძნება, როგორიცაა Paradox, Unipos და Hikvision.
შეგახსენებთ, რომ კომპანია "ნეოტექი"უსაფრთხოების სისტემების ბაზარზე ხუთი წელია წარმატებით მოღვაწეობს და წამყვან პოზიციებს იკავებს. კომპანია საქართველოში უსაფრთხოების სისტემების მიმართლებით განხორციელებული თითქმის ყველა მნიშვნელოვანი პროექტის შემსრულებელია. სულ კი უსაფრთხოების სისტემების ინსტალაცია „ნეოტექის" მიერ რამდენიმე ათას სახელმწიფო და კერძო ობიექტზეა განხორციელებული. კომპანია საქართველოში ისეთი ბრენდების ავტორიზებულ დილერსა და პარტნიორს წარმოადგენს, როგორიცაა Bosch Security Systems, JVC Professional, Flir Systems, Paradox Security Systems, Hikvision, LG და სხვა.