დღეს, 14 ივლისს, სოხუმში სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი პიტერ სემნები ჩადის.
პიტერ სემნები აფხაზ სეპარატისტთა ლიდერ სერგეი ბაღაფშს და ე. წ. პრემიერ-მინისტრ სერგეი შამბას შეხვდება.
"განვიხილავთ კონფლიქტების დარეგულირებას და ევროკავშირის როლს პროცესში. იმედი მაქვს აფხაზეთში საინტერესო შეხვედრები იქნება, მათ შორის რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან", _ განაცხადა სემნებმა.