62-ე საჯარო სკოლის მოწამლული მოსწავლეები განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ნიკა გვარამიამ მოინახულა.
გვარამია იაშვილის კლინიკაში, სადაც დაზარალებულები არიან მოთავსებულნი, დაახლოებით ერთი საათის წინ იმყოფებოდა.
"მოწამვლის ხარისხი არ არის მძიმე და დღის ბოლოს ბავშვები საკუთარ სახლებში იქნებიან, მაგრამ ასეთი ხუმრობები ყურადღების გარეშე ვერ დარჩება. ასეთ ხურმობებზე არსებობს კონკრეტული პასუხისმგებლობა, როგორც სასკოლო, ისე სისხლის სამართლებრივიც. ამიტომაც, როგორფც მოსწავლეებს, ისე განსაკუთრებით მათ მშობლებს და დირექციას მოვუწოდებ, გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა", - განუცხადა მოსწავლეების მონახულების შემდეგ გვარამიამ ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ 62-ე საჯარო სკოლაში დღეს დილით რამდენიმე ბავშვი მოიწამლა. 4 მოსაწვალე ისევ იაშვილის კლინიკაში რჩება, 3 კი ცოტა ხნის წინ გაწერეს.
ბავშვები ცრემლსადენი გაზით მოიწამლნენ, რომელიც სკოლაში, სასწავლო პროცესის ჩაშლის მიზნით, ერთ-ერთმა, ამ დროისთვის დაუდგენელმა მოსწავლემ გაუშვა.
სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია.