საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფოთში მშენებარე აეროპორტში რადარის დამონტაჟების სამუშაო მოინახულა.
"როგორც იცით, რუსებმა აქ სტრატეგიული ავიაციის გამოიყენებით რადარები აგვიფეთქეს და აეროპორტების ინფრასტრუქტურა გაგვინადგურეს. მიუხედავად ამისა, უკეთეს აეროპორტებს ვაშენებთ. ფოთში ძალიან დიდი აეროპორტი შენდება და ამ რადარის დაყენება ნიშნავს, რომ მთავრი ინფრასტრუქტურა წინასწარ უზრუნველყოფილია", - განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილმა საქალაქო ნავიგაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, გიორგი კარბელაშვილის მუშაობა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ "კარბელაშვილმა ბევრი ლაპარაკი არ იცის, მაგრამ ბევრ საქმეს აკეთებს".
"აეროპორტების სამკუთხედის - ფოთი, ქუთაისი, ბათუმის - და მათი გაგრძლების მშენებლობა 2012 წელის გაზაფხულზე დასრულდება. ამით საქართველოს ეკონომიკური გეოგრაფია შეიცვლება. ფოთში განვახორცილებთ გეგმას, რომელიც ფოთის 100%-იანი დასაქმების ქალაქად ქცევას გულისხმობს", - განაცხადა სააკაშვილმა.