მზარდი მოთხოვნის გამო, ბათუმი-კიევის მიმართულებით დამატებითი ავიარეისები დაინიშნება. როგორც დღეს აჭარის მთავრობის მეთაურმა ლევან ვარშალომიძემ განაცხადა, ბათუმი-კიევის მიმართულებით დამატებითი ავიარეისები უნდა დაინიშნოს, რადგანაც 10 აგვისტომდე ყველა ბილეთი დაჯავშნულია.
დამატებითი ავიარეისების დანიშვნა ტურისტულ სეზონს უკავშირდება.
"მიმდინარე წელს რეგიონში 240 ათასზე მეტი ტურისტი შემოვიდა, რაც გასულ წელთან შედარებით 190%-ით მეტია. გაიზარდა ასევე უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა. ტურისტების რაოდენობის ზრდა დაასაქმებს ადგილობრივ მოსახლეობას, შესაბამისად, გაუმჯობესდება მათი სოციალური და მატერიალური პირობები", - განაცხადა ვარშალომიძემ.