ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ტყის ხანძრების მართვის სასწავლო წვრთნა ჩატარდა. დაცული ტერიტორიების სააგენტოს, საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის, გლობალური ხანძრების მონიტორინგის ცენტრის და ეუთოს წარმომადგენლებმა ხანძრის ჩაქრობის იმიტირებულ საველე წვრთნაში მიიღეს მონაწილეობა.
სასწავლო წვრთნა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომი საერთაშორისო დახმარების ფარგლებში ევროკავშირისა და ეუთოს მხარდაჭერით, ENVშEჩ/GFMჩ-ის პროექტის "მეორე ფაზა - ეროვნული შესაძლებლობების გაძლიერება ტყის ხანძრების მართვაში და ხანძრების რისკების შემცირება სამხრეთ კავკასიაში" ფარგლებში ხორციელდება.
სასწავლო წვრთნის მიზანია ხელოვნურად გაჩენილი ხანძრის ლოკალიზების და შემდგომი ლიკვიდაციის სწავლება და ხანძრების რისკების შემცირება.