პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რადოსლავ სიკორსკის არჩევნების ფარგლებში ოპოზიციის და ხელისუფლების კონსტრუქციულ თანამშრომლობას მიესალმება. ამის შესახებ სიკორსკიმ ოპოზიციასთან შეხვედრის დასრულების შემედგე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"მსოფლიოს ყველა ქვეყანაში სადაც ჩავდივართ ოფიციალური ვიზიტით არ მხოლოდ მოქმედ მთავრობას ვხვდებით, ასევე ოპოზიციასაც, რომელიც შესაძლებელია ხელისუფლებაში მოვიდეს. ეს ბუნებრივია", - აღნიშნა სიკოსრკიმ.
მისი თქმით, შეხვედრაზე ის დაინტერესდა, თუ როგორ უყურებს ოპოზიცია საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.
"ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო. ეს დემოკრატიზაციის პროცესს უწყობს ხელს. ჩვენ აქტიურად ვართ ევროპულ პოლიტიკაში ჩართულები და დემოკრატის თანამეგობრობის მუდმივმოქმედ სამდივნოს ვხელმძღვანელობთ. ასევე, ეუთოს საარჩევნო მისების შტაბბინა ვარშავაშია და მოხარულები ვართ, რომ საქართველოში ოპოზიციასა და ხელისუფლების თანამშრომლობამ არჩევნების წესების და პროცედურების დახვეწაში შედეგი გამოიღო. თუმცა, პრობლემა ისევ არის, მაგრამ პოზიტიური ძვრებიც სახეზე", - აღნიშნა პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი თბილისს 12 ივლისს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში პოლონელი დიპლომატი საქართველოში ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს, საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძეს, ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. დღეს სიკორსკი პრემიერ-მინისტრ ნიკა გილურს და საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდება. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისს დღეს, 22:00 საათზე დატოვებს.