გიორგი თარგამაძე რადოსლავ სიკორსკის წინასაარჩევნო გარემოსა და პოლიტიკური
პროცესების გაუმჯობესების საკითხებზე ესაუბრა
"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა, გიორგი თარგამაძე პოლონეთის საგრეო საქმეთა მინისტრს, რადოსლავ სიკორსკის საქართველოში წინასაარჩევნო გარემოსა და პოლიტიკური პროცესების გაუმჯობესების საკითხებზე ესაუბრა. მისი თქმით, მან მინისტრს სთხოვა ევროკავშირის ეგიდით, უფრო აქტიურად ჩაირთოს ის პროგრამები, რომლებიც ხორციელდება წიანსაარჩევნოდ საქართველოში, მათ შორის, სატელევიზიო ეთერის მონიტორინგი. ამის შესახებ თარგამაძემ სასტუმრო "რედისონში", რადოსლავ სიკორსკისთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. აღნიშნულ შეხვედრას "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანიაც ესწრებოდა.
თარგამაძის განმარტებით, პოლონეთს თავისი საბჭოური გამოცდელიბიდან გამომდინარე, არ სჭირდება ზედმეტი ახსნა-განმარტებები, თუ როგორ შეიძლება ყველაფრის კარგად შეფუთვა ისე, რომ შინაარსობრივად ხდებოდეს პოლიტიკური პროცესით მანიპულირება, რასაც თარგამაძის მტკიცებით, საქართველოს ხელისუფლება ხშირად მიმართავს. ამიტომ, "ქრისტიან -დემოკრატების" ლიდერის განცხადებით, მათ მთელი შეხვედრა გამოიყენეს იმისთვის, რომ "აეხსნათ - დემოკრატია არ არის მხოლოდ არჩევნების დღე, დემოკრატია ნიშნავს გამჭვირვალე, კონკურენტუნარიან საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესს."
"ჩვენ ვთხოვეთ მას, რომ ევროკავშირის ეგიდით უფრო აქტიურად ჩაირთოს ის პროგრამები, რომლებიც ხორციელდება წიანსაარჩევნოდ საქართველოში, მათ შორის, თუნდაც წინასაარჩევნოდ სატელევიზიო ეთერის მონიტორინგი. საიმისოდ, რომ ქვეყანაში მდგრადი პოლიტიკური პროცესები განვითარდეს. ტემპერატურა არჩევნების წინ ყოველთვის მოიმატებს, მაგრამ ის არ უნდა ქმნიდეს საფრთხეს ქართული სახელმწიფოებრიობის დანგრევის. სწორედ ამ დეტალებზე ვისაუბრეთ, ძალიან კონკრეტული თხოვნები და რეკომენდაციები გადავეცით ბატონ მინისტრს და იმედი გვაქვს, რომ როგორც საქართველოს ხელისუფლებასთან საუბრის დროს, ასევე ევროსტრუქტურების საქართველოში აქტიურობის კუთხით, ჩვენ თხოვნები გათგვალისწინებული იქნება", - განაცხადა თარგამაძემ.