საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ავსტრალიელი ტიმ ლეინი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. რაგბის კავშირში აღნიშნულ ინფორმაციას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს რაგბის კავშირში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით უახლოეს ორ დრეში საგანგებო ბრიფინგი გაიმართება, სადაც რაგბის კავშირის ოფიციალური პოზიცია დაფიქსირდება.
საუბრები ტიმ ლეინის გადაყენებასთან დაკავშირებით მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ნაკრებმა ბუქარესტში გამართულ ერთა თასის ტურნირზე, ნამიბიის ეროვნულ გუნდთან 16:21 წააგო და მე-5 ადგილზე გავიდა.
შეგახსენებთ, რომ ტიმ ლეინი საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად 2007 წელს დაინიშნა.
საქართველოს რაგბის კავშირი დაფუძნდა 1991 წლის 27 მაისს. რაგბის საერთაშორისო საბჭოში (IRB) 1992 წლის 27 თებერვალს გაერთიანდა.