გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო ჯგუფების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ კახაბერ ქემოკლიძემ საზოგადოებრივთან საუბარში განაცხადა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ბოლო თვენახევრის განმავლობაში მომხდარი ფაქტების შესახებ ისაუბრებენ. კვლავ იქნება განხილული გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი-ოღლის დაკავების საკითხი. ასევე, ისაუბრებენ ზუგდიდის რაიონის სოფლებში - ხურჩასა და შამგონაში განხორციელებულ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციაზე, რომელმაც პრობლემები შეუქმნა ადგილობრივ მოსახლეობას.