კენიაში პლასტიკური პაკეტების დამზადება და მოხმარება აიკრძალა. კანონდამრღვევებს 38 ათასი დოლარით დააჯარიმებენ ან 4 წლით დააპატიმრებენ. კატეგორიულად იკრძალება პლასტიკური პაკეტების იმპორტიც. ხელისუფლებამ რადიკალური ზომები კატასტროფული ეკოლოგიური მდგომარეობის გამო მიიღო. კენიაში დღეში 100 მილიონამდე პაკეტი იყიდებოდა, რამაც გარემოს კატასტროფული დაბინძურება გამოიწვია.