ბორტგამცილებელმა ქალბატონმა, მგზავრებთან სექსუალური ურთიერთობით 1 მლნ. დოლარი გამოიმუშავა. როგორც უცხოური მედია წერს ბორტგამცილებელი2 წლის განმავლობაში მგზავრებს თვითმფრივანის საპირფარეშოში ემსახურებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბორტგამცილებლის საქმიანობა შემთხვევით გამომჟღავნდა. მას ფაქტზე წაასწრეს. ირკვევა, რომ ბორტგამცილებელი ერთ-ერთი აღმოსავლურ ავიაგადამზიდავში მუშაობდა. როგორც არაბული Sada წერს, „ქალბატონი აღიარებს, რომ სექსი ჰქონდა ძალიან ბევრ მგზავრთან. მისი თქმით, ამ მიზნით მას ერჩივნა, რომ ეფრინა შორ დისტანციებზე არაბული ქვეყნებიდან აშშ-მდე. ქალბატონი ერთ ფრენაზე საშუალოდ 1500 სტერლინგ გასამრჯელოს იღებდა. წყარო არ ასახელებს ავიაკომპანიას, თუმცა მათი ინფორმაციით, ბორტგამცილებელი უკვე სამსახურიდან გაანთავისუფლეს.