საქართველოს ფრენბურთის ფედერაცია ევროპის ჩემპიონატს 2017 წლის 22-24 სექტემბერს, თბილისში ოლიმპიურ სასახლეში (უნივერსიტეტის ქუჩა #15ა) გამართავს. 2017 წელს სახელმწიფოს მხარდაჭერით, Check in Georgia-ს ფარგლებში საქართველო მასპინძლობს 13 საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებას.
მათ შორის არის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი ქალ ფრენბურთელთა შორის. ქ.თბილისში გაიმართება B ჯგუფის თამაშები, რომელშიც შედიან საქართველოს, იტალიის, ხორვატიისა და ბელორუსიის გუნდები. ფინალში გასული სამი გუნდი ბაქოში გააგრძელებს ასპარეზობას, სადაც გამოვლინდება ევროპის ჩემპიონი გუნდი ქალთა შორის.