საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ოკუპირებულ აფხაზეთში ვლადიმერ პუტინის ვიზიტს ეხმაურება.
როგორც მინისტრი აღნიშნავს, ჩვენს ტერიტორიაზე, ამ შემთხვევაში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, არის საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა.
„მე ვერ ვხედავ გაღიზიანების საფუძველს, იმიტომ რომ ჩვენ არავის წინააღმდეგ არ ვართ მიმართული. მე თავიდანვე ვთქვი, რომ ჩვენი პოლიტიკა არის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება. აქედან გამომდინარე, ყველა ქმედება, მათ შორის უმაღლესი თანამდებობის პირების ე.წ. ვიზიტიც, ჩვენს ტერიტორიაზე, ამ შემთხვევაში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, არის საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა. არის არა მხოლოდ ჩვენ მიერ, არამედ მთელი საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაგმობილი“, - განაცხადა ლევან იზორიამ.