ავიაკომპანია Georgian Airways-მა თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებას ერთჯერადად ერთი რეისი დაამატა. ავიაკომპანიის ინფორმაციით, პარასკევს, 28 ივლისს, თბილისიდან ბათუმის და ბათუმიდან თბილისის მიმართულებით, მგზავრების მოთხოვნით, დამატებითი რეისი დაინიშნა.
დამატებითი რეისების განრიგი ასეთია:
თბილისი - ბათუმი
გაფრენა - 12:15 საათი - ჩაფრენა - 13:00 საათი;
ბათუმი - თბილისი
გაფრენა - 10:45 საათი - ჩაფრენა - 11:30 საათი;