გერმანიის საფეხბურთო ნაკრებმა სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გამანადგურებელი ანგარიშით 4:0 დაამარცხა არგენტინეს ნაკრები და ნახევარფინალში გავიდა
მატჩის პირველი ტაიმის მე-3 წუთზე ანგარიში ბასტიან შვაინტაინგერის ჩაწოდების შემდეგ ტომას მიულერმა განხსნა.
68-ე წუთზე პოდოლსკის გადაცემის შემდეგ ანგარიში ორმადე გაზარდა მიროსლავ კლოზემ. მესამე გილი კვლავ ბასტიან შვაინტაინგერის გადაცემის შემდეგ ანრე ფრიდრიხმა გაიტანა.
ნახევარფინალში გერმანიის ნაკრები ესპანეთი-პარაგვაის მატჩის გამარჯვებულს შეხვდება.