ეგვიპტეში ტერორიზმში ეჭვმიტანილი 2 პირი მოკლეს. სპეცოპერაცია უშიშროების სამსახურმა ელ-ფაიუმის პროვინციაში ჩაატარა. ლიკვიდირებულები სავარაუდოდ ორგანიზაცია „ჰამსის“ წევრები არიან, რომელსაც სამართალდამცველებზე თავდასხმის ორგანიზებაში ედება ბრალი. 20 ივლისს ელ-ფაიუმში განხორციელებულ თავდასხმას ერთი პოლიციელი ემსხვერპლა, 3 კი დაშავდა.