თანამდებობიდან გადამდგარი თეთრი სახლის პრეს-მდივანი მოვალეობას აგვისტოს ბოლომდე შეასრულებს. ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
„დიდი პატივი და პრივილეგია იყო, პრეზიდენტისა და ამ შესანიშავი ქვეყნის სამსახურში ყოფნა. მუშაობას აგვისტოს ბოლოს დავასრულებ,“-აღნიშნა შონ სპაისერმა.
თეთრი სახლის პრეს-მდივნის გადადგომის მიზეზი დონალდ ტრამპთან უთანხმოება გახდა. სპაისერმა თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორად ენტონი სკარამუჩის დანიშვნა გააპროტესტა.